წესები და პირობები

გამოცდების ცენტრი - შპს "მოლეგრანტი"


მოსწავლის გამოცდაში მონაწილეობისათვის საჭიროა საიტზე დარეგისტრირდეს მშობელი (ნებისმიერი სრულწლოვანი პირი ვინც გაუწევს ბავშვს მეურვეობას) და მისი ექაუნთიდან მოახდინოს ბავშვის დამატება, ასევე შესაძლებელია ერთი ექაუნთიდან რამოდენიმე ბავშვის დამატება. ამის შემდეგ მშობელს შეეძლება საგამოცდო ცენტრის მიერ ჩანიშნულ წერაში თითოეული ბავშვის მონაწილეობა, ამისათვის მშობელმა უნდა გაააქტიუროს ბავშვის პარამეტრების შესაბამის ველში "მონაწილეობა" მისთვის სასურველ გამოცდაზე და დაფაროს თანხა 30 (ოცდაათი) ლარი.

თანხის გადახდის გარეშე ბავშვი წერის მონაწილედ არ ჩაითვლება, ანგარიშწორება მოხდება მხოლოდ არანაღდი ანგარიშწორებით, თქვენი ქართული საბანკო ბარათიდან თანხის ჩარიცხვით. გაითვალისწინეთ რომ თქვენი მხრიდან თანხის ჩარიცხვით გამოცდაზე თქვენი ბავშვისათვის გამოიყოფა ადგილი საგამოცდო დარბაზში, ამოიბეჭდება წერის საგამოცდო ტესტი და წერაზე ბავშვთა რაოდენობის შესაბამისად დაემატებიან დამკვირვებლები, აქედან გამომდინარე თქვენი მხრიდან ნებისმიერი უკმაყოფილების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხდება